ანა დოლიძე მთავარი პროკურორის შერჩევაზე - აინშტაინს აქვს ნათქვამი: "ერთი და იმავეს როდესაც აკეთებ და სხვა შედეგის იმედი გაქვს, სულელი ხარ"

არჩევის წესი არის იგივე, საპროკურორო საბჭო არის იგივე, იუსტიციის მინისტრი არის იგივე, ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს წარდგენილი სიაში, შედეგი იქნება იგივე - მთავარი პროკურორი იქნება ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, რეფორმის გარეშე მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით სხვა შედეგებს ვერ მივიღებთ.

"მთავარი შეცდომა არჩევის პროცესში მდგომარეობს შემდეგში - აინშტაინს აქვს ნათქვამი: "ერთი და იმავეს როდესაც აკეთებ და სხვა შედეგის იმედი გაქვს, სულელი ხარ", ანუ ჩვენ არ მოვახდინეთ პროკურორის არჩევის სისტემის რეფორმა. არჩევის წესი იგივეა, საპროკურორო საბჭო იგივეა, იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ვერ გაიაზრა, რა შეცდომები იყო დაშვებული, იგივეა და რატომღაც ველით, რომ ამ სისტემაში როგორღაც მოხვდება განსხვავებული პიროვნება. მე თვითონ კანდიდატებზე არანაირი კომენტარი არ მაქვს გარდა იმისა, რომ მოწამლულ ხეს აქვს მოწამლული ნაყოფი. პროცესი მორგებულია სახელისუფლებო ინტერესებზე. საპროკურორო საბჭოში ზის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრი, რომლებიც გამოირჩევიან თავისი არასამოსამართლეო ქცევით. როდესაც საპროკურორო საბჭოს არ ვცვლით, პროცესს არ ვცვლით, იუსტიციის მინისტრს არ ვცვლით, როგორ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მივიღებთ სხვა შედეგებს, ეს იგივეა გჯეროდეს, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. ვინც არ უნდა იყოს წარდგენილი სიაში, შედეგი იქნება იგივე - მთავარი პროკურორი იქნება ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს", - განაცხადა დოლიძემ.

ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას 18 კანდიდატი აგრძელებს. როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასახელებულ კანდიდატებს შორის კვლავ რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებს შორის შალვა თადუმაძე ხელისუფლების ფავორიტად სახელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა