C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - საზოგადოებას მოვუწოდებთ, არ აყვეს პროვოკაციებს და უფასო სკრინინგი ჩაიტაროს

C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - „ჩვენ დავამარცხეთ C“ - ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელიმინაციის პროგრამამ პაციენტებს არა მხოლოდ C ჰეპატიტისგან განკურნების, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება მისცა. ასოციაციის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, ჩაიტარონ უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე და საჭიროების შემთხვეაში, არ გადადონ მკურნალობაში ჩართვა.

„C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - „ჩვენ დავამარცხეთ C“ ეხმიანება მცირე ხნის წინ გავრცელებულ უპასუხისმგებლო განცხადებას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მხრივ უკედურესად მძიმე მდომარეობაში მყოფნი, ერთ-ერთი პირველები ჩავერთეთ ამ უპრეცედენტო პროგრამაში და ჩავიტარეთ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა.

ამ პროგრამამ მოგვცა არამარტო C ჰეპატიტისგან განკურნების, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება. საქართველოში, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ადამიანია მათ შორის, ჩვენი ახლობლებიც, რომელთაც ესაჭიროება მკურნალობა და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა შეაფერხოს მათი პროგრამაში ჩაბმა, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება მათი ჯანმრთელობისთვის.

როგორც ჩვენი, ასევე ჩვენთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი ყოფილი პაციენტების სახელით, გვინდა განვაცხადოთ, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაციის დემონსტრირება. მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, რასაც ჰქვია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია.

ასოციაციის სახელით, მოვითხოვთ ამ დეზინფორმაციის ავტორმა წარმოადგინოს შესაბამისი კვლევები, რომლებიც დაადასტურებს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილეს.

რაც მთავარია, მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ აჰყვეს მსგავს პროვოკაციებს, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე და საჭიროების შემთხვეაში, არ გადადოს მკურნალობაში ჩართვა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა