ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ძალოვან უწყებებში ტენდერებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს ტენდერებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

სესიაშვილმა ჟურნალისტებთან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანიის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

„შესყიდვებს აქვს სამართლებრივი და მორალური მხარე. სამართლებრივად, როგორც თავდაცვის სამინისტრო, ისე შსს გამართული არის, მეტიც ამ უწყებებს შესყიდვებთან დაკავშირებით აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ შესყიდვებში და კანონის შესაბამისად დაიცვან ყველა ის წესი, რაც განსაზღვრავს და არეგულირებს შესყიდვებს, მითუმეტეს, არსებობს შესყიდვების სააგენტო, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას. რაც შეეხება მორალურ მხარეს, რა თქმა უნდა, არავის გვსიამოვნებს, რომ შეიძლება არასანდო პირები აწვდიდნენ თავდაცვის და შსს–ს სამინისტროს თუნდაც არასაიდუმლო დანიშნულების მასალებს...

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, გამოვნახოთ ის ფორმა, რომელიც დაემყარება საერთაშორისო პრაქტიკას და თავიდან ავიცილოთ არასაიმედო მომწოდებლების ჩართვა ტენდერებში. ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად რისკების შემცველი, მაგრამ სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ და სწორი ფორმა გამოვნახოთ,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო