უკრაინის პარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიზნით რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

უკრაინის პარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიზნით.

შესაბამისი განცხადება დღეს უკრაინის პარლამენტმა მიიღო.

„მოვუწოდებთ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს, რათა დაუყოვნებლივ და უპირობოდ იქნან გათავისუფლებულნი რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით არიან დაპატიმრებულნი“, - ნათქვამია უკრაინის პარლამენტის განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის პარლამენტი დაჟინებით მოითხოვს ყველა ის მძევალი იქნას გათავისუფლებული, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმსა და სევასტოპოლში არიან დაკავებულნი.

უკრაინელმა პარლამენტარებმა ასევე განაცხადეს, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის განხორციელება დონბასში სამშვიდობო მისიის საკითხზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროა შემდგომში რუსეთზე ზეწოლის განხორციელება, რათა თანხმობა მივიღოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოში დონბასში გაერო-ს სამშვიდობო ძალების განლაგებაზე, რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ“, - დასძინეს უკრაინის პარლამენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო