გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსიის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო ფორმატში მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს, რაზეც დეტალურად ისაუბრა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე.

ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან, დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.

შეხვედრაზე ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს და ამ ეტაპზე ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა