ანა დოლიძე - პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - სურს გამართული, ევროპული სამართლო თუ სასამართლო, სადაც ბატონობს პირადი აღებ-მიცემობა

ამ ეტაპზე, ჩვენმა პარლამენტმა უნდა მიიღოს მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოები და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - უნდა გამართული, მოდერნიზებული, კანონზე დაფუძნებული ევროპული სამართლო თუ უნდა პოსტსაბჭოთა, მესამე მსოფლიოს დონის სასამართლო, სადაც ბატონობს პირადი კავშირები, პირადი გავლენები და აღებ-მიცემობა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დღეს გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა. მისივე თქმით, კვლევა ძალიან არგუმენტირებულად ამბობს, რომ გაუკონტროლებელი და შეუზღუდავი ძალაუფლება წარმოშობს კორუფციის რისკებს.

"ეს ჩვენ ვიცით როგორც საქართველოს გამოცდილებიდან, ასევე პოლიტიკური მეცნიერებიდან. დიდი ხანია საბჭოს ზოგიერთი წევრი ვამბობთ, რომ საბჭოს წევრთა უმრავლესობას აქვს ხშირად გაუკონტროლებელი, თვითნებური ძალაუფლება დანიშნოს მოსამართლეები, მიიღოს თვითნებური გადაწყვეტილებები, დააკომპლექტოს შემადგენლობები. ის რასაც ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, წარმოშობს საფრთხეს, რომ ეს გაუკონტროლებელი ძალაუფლებები იქნება გამოყენებული საბჭოს წევრების და სხვა გავლენიანი პირების პირადი სარგებლობისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენმა პარლამენტმა უნდა მიიღოს მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოები და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - უნდა გამართული, მოდერნიზებული, კანონზე დაფუძნებული ევროპული სამართლო თუ უნდა პოსტსაბჭოთა, მესამე მსოფლიოს დონის სასამართლო სადაც ბატონობს პირადი კავშირები, პირადი გავლენები და აღებ-მიცემობა",- განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა