მიხეილ ჩხენკელი ევროპის აკადემიის საპატიო წევრი გახდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ევროპის აკადემიამ (Academia Europaea) საპატიო წევრად აირჩია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბი ახლო მომავალში საქართველოშიც გაიხსნება.

„დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისა და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით, ევროპის აკადემია 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და ფარავს კვლევის ყველა მიმართულებას.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბი ახლო მომავალში საქართველოშიც გაიხსნება, რაც კავკასიის რეგიონში უპრეცედენტო მოვლენა იქნება,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა