თამარ ჩუგოშვილი გიორგი კვირიკაშვილის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გიორგი კვირიკაშვილის პარტიიდან გარიცხვას არ ადასტურებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ გარიცხვის შესახებ ინფორმაცია სწორი არ არის. პრემიერი შეიცვალა ქვეყანაში, მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, მთავარ მმართველ ორგანოში და ბუნებრივია, შესაბამისი ჩანაცვლება მოხდება - ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეცვლის მოქმედი. გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ პოლიტსაბჭოში," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო