სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ ბაზასთან მშენებარე კორპუსების დემონტაჟი უნდა დაიწყოს

სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და იმედია, საზოგადოებას საკუთარი ტრადიციებისა და ისტორიის დაცვა კიდევ ერთხელ აღარ მოუწევს, - ამის შესახებ შპს „საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს“ განცხადებაშია ნათქვამი. კლუბის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებს - შპს „გიკო და კომპანიას“ და შპს „ბაუსტარი მმს“-ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და დაევალათ, ამავე მიწის ნაკვეთზე უკვე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.

სასამართლო დავა შპს „საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსა“ და ორ სამშენებლო კომპანიას შორის მიმდინარეობდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კომპანიები თბილისის დინამოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარედ მაღალსართულიან კორპუსებს აშენებენ.

„ახლა მთავარია, სამშენებლო კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება კლიენტებს დროულად გააცნონ და რეალური ვითარება არ დაუმალონ. შესაძლოა, ზოგიერთს თანხა უკვე გადახდილი აქვს. სწორედ სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობაა კლიენტის ინტერესებზე ზრუნვა. ისინი დროულად უნდა დაკმაყოფილდნენ ალტერნატიული ფართებით, რათა ამ პროცესმა არავინ დააზარალოს“, - ნათქვამია შპს „საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს“ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს