პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ხვალ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 19:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატოს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.

საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარსდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს