ანა ნაცვლიშვილი - თუ აჭარის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტის შერჩეულ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს,  პრეზიდენტი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და არა ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამის შემდეგ წარუდგენს აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის მეთაურის კანდიდატურას. ამ საკითხს არეგულირებს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ და აჭარის კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციაში ერთადერთი საკითხი არის ის მოცემულობა, როცა ახლად არჩეული უმაღლესი საბჭო ჰყავს აჭარას, მაგრამ ეს ფაქტობრივი სცენარი ახლა არ გვაქვს. ახლა გვაქვს შემთხვევა, როდესაც მთავრობის მეთაური გადადგა და მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, არ ითვალისწინებს პრეზიდენტის კონსულტაცებს მთავრობასთან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის შერჩეულ კანდიდატურას, ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტი ასევე კანონმდებლობით იმოქმედებს. "პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ მეორედ წარადგინოს კანდიდატურა და თუ ამის შემდეგაც მოხდება კანდიდატურის დაწუნება, შემდეგ უკვე პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს და მიმართვის შინაარსი შეიძლება იყოს საბჭოს დათხოვნა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა