საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელ ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელ ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ბევრი მაშველი მუშაობს და ისინი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ.

“უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა