კერესელიძის ქუჩაზე ქვაფენილის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მთაწმინდის გამგეობამ ვერაზე, კერესელიძის ქუჩაზე, ქვაფენილის გზის კაპიტალური მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, ამორტიზებულ რიყის ქვის გზას, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა, ბაზალტის ქვის გზა ჩაანაცვლებს, რაც რელიეფურად რთულ სავალ ნაწილზე მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 1000 კვ.მ-ზე არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება.

კერესელიძის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ერთ თვეში დასრულდება, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 125 032 ლარია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა