ბელარუსი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჯერად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ბელარუსი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. დეპარტამენტის მოწვევით ისინი ამ ეტაპზე ქობულეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ, ასევე სამი დღის განმავლობაში პრესტურის მონაწილეებმა გადაიღეს თუ სად და როგორ შეიძლება დაისვენოს ტურისტმა ქობულეთში, რა შეიძლება ნახოს და სად შეიძლება ზღვაზე დასვენების პარალელურად იმოგზაუროს.

“ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა ქობულეთის ზღვისპირა პარკი და სანაპირო ზოლი, პეტრას ციხე, კინტრიშის ეროვნული პარკი, აგროსერვისცენტრის ღვინის მარანი, მდინარე კინტრიშზე არსებული საკალმახე მეურნეობები და ზოგადად, ქობულეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა. გარდა უშუალოდ ქობულეთში არსებული ტურისტული პროდუქტებისა მათ ასევე, გადაიღეს ქალაქთან ახლოს მდებარე ატრაქციონების პარკი “ციცინათელა“ და “მუსიკოსების პარკი“ შეკვეთილში“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში 20-მდე პრეს და ინფოტური გაიმართა სამიზნე ქვეყნებიდან, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ.

სამიზნე ქვეყნების რეიტინგული ტელევიზიების გარდა აჭარის შესახებ სიუჟეტები მოამზადა “ევრონიუსმა“ და „დოიჩე ველემ“.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით რეიტინგული მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლების მოწვევას აჭარაში წლის ბოლომდე გააგრძელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა