ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა დღეს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ჰელმუტ ფიშერს (Helmut Fischer) შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ADB-ის შორის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ქვეყანაში ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ის რეფორმები გააცნო, რომელთა მიზანია, ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობაში. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ADB-ის მონაწილეობაზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ახალი დერეფანი ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით.

ამასთან, მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში, ტექნიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორის განცხადებით, ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო