გიორგი ჩერქეზიშვილმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაციასთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელთანაც მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბანკის დელეგაციის შემადგენლობაში აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰელმუტ ფიშერი და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იეშიმ ელჰან-კაიალარი იყვნენ. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და რომეო მიქაუტაძე, ასევე სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნეს გარემოსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი გაზარდა.

„ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ „ბიზნეს კეთების სიმარტივის“ 2018 წლის რეიტინგზე, რომლის თანახმადაც საქართველოს მე-9 პოზიცია უკავია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკაზე, საფინანსო სექტორზე, აგრეთვე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რომლის ერთ-ერთი მსხვილი დონორიც აზიის განვითარების ბანკია.

მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა CAREC - ის (ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამა) ფორმატში,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო