გორის მერმა ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება.

მათივე ცნობით, პროექტის საერთო ღირებულება 526 696 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „იბოლია“ ახორციელებს. პროექტი გზის 1187 მეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

როგორც მუნიციპალიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულ გზას ნახევარ საუკუნეზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

კონსტანტინე თავზარაშვილი ხურვალეთის სასმელი წყლის ჭაბურღილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.

„ჭაბურღილმა, რომელიც სასმელი წყლით 80-მდე ოჯახს უზრუნველყოფს, ტექნიკური პრობლემის გამო მოულოდნელად შეწყვიტა მუშაობა. ამ წუთებში, 15-მდე საუბნო ონკანის საშუალებით ადგილობრივებს სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ. გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპის „სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურმა“ ხურვალეთის წყლის სატუმბ სადგურზე არსებული პრობლემის მოგვარება 24 საათში უზრუნველყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა