ანა ნაცვლიშვილი - წულუკიანის მიმართ ბევრი პრეტენზიაა და თუ მთავრობის მეთაურს არ სურს ოპონირების რეჟიმში ესაუბროს ამომრჩევლებს, ეს უნდა გაითვალისწინოს

თეა წულუკიანის მიმართ ბევრი დასაბუთებული პრეტენზიაა და თუ მთავრობის მეთაურს არ სურს, ოპონირების რეჟიმში ესაუბროს საკუთარ ამომრჩევლებს, მაშინ საზოგადოების ეს განწყობა უნდა გაითვალისწინოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, წულუკიანმა ვერც ერთი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეფორმა წარმატებით ვერ განახორციელა.

„თეა წულუკიანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ძალიან ღიად ისაუბრა. საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილში არის ბევრი დასაბუთებული პრეტენზია წულუკიანის მიმართ, იმიტომ რომ ვერც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მისი თაოსნობით დაიწყო იუსტიციის სამინისტრომ, წარმატებით ვერ განხორციელდა. ეს ეხება სასამართლოს რეფორმას, სისხლის სამართლის მიმართულებით რეფორმებს, პროკურატურის და სხვა, პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებს, თორემ, რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის მაგალითად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელიც კანონმდებლობის ძალიან კარგი ნაწილია. ჩვენ ვსაუბრობთ იმ გარდამტეხ ცვლილებებზე, რომლის საჭიროება იყო ამ ქვეყანაში და თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით უწყებამ ვერც ერთი მათგანი წარმატებით ვერ განახორციელა. მის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზიაა როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე, საზოგადოების ფართო ჯგუფებში და თუ მთავრობის მეთაურს არ სურს, რომ ოპონირების რეჟიმში ესაუბროს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და საკუთარ ამომრჩევლებს, მაშინ საზოგადოების ეს განწყობა გათვალისწინებული უნდა იყოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა