გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 6 ივლისს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ნაძალადევის რაიონში 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II და III კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III და V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV და V კვარტლების, რომელაშვილის, ანაპის, მუხიანის, ავშნის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ) და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმლენიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა