რიმა ბერაძის ინიციატივით გამართული უფასო სამედიცინო გამოკვლევების კვირეული დასრულდა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით გამართული, უფასო სამედიცინო გამოკვლევების კვირეული დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში „ვივა-მედი“ მრავალპროფილური კვლევებით დასრულდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ კლინიკაში ჩუღურეთის რაიონის ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის 100-მდე პედაგოგმა ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, რევმატოლოგისა და უროლოგის კვალიფიციური კონსულტაცია მიიღო და სრული ლაბორატორიული მომსახურებით ისარგებლა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, უფასო სამედიცინო გამოკვლევებით სულ 350-მდე პაციენტმა ისარგებლა.

„ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მომართვიანობის გამო, გადავწყვიტეთ კვირეული გაგვეკეთებინა, რომელიც რამდენიმე აქციად თემატურად დავყავით, რათა რაიონში მცხოვრები ადამიანების დიდი კონტიგენტი და სხვადასხვა პროფილი მოგვეცვა. აქცია შედეგიანი აღმოჩნდა და ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მიეცა. ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. დიდი მადლობა ყველა იმ კლინიკას, რომელმაც ჩვენს აქციებში მონაწილეობა მიიღო“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისი ინფორმაციით, უფასო სამედიცინო გამოკვლევების კვირეული ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის პერიოდულად კვლავ გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო