ფიქრია ჩიხრაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ - პრეზიდენტი კონსულტაციებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას

პრეზიდენტს შეუძლია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თავისი შეხედულებების მიხედვით წარადგინოს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ წარდგენა და არ იქნება რეალობაში განხორციელებული, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

ჩიხრაძის თქმით, სწორედ იმიტომ იმართება კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომ ცნობილი გახდეს პოლიტიკური მოთამაშეების აზრი ამა თუ იმ კანდიდატურასთან დაკავშირებით და პროცესი მუხრუჭების გზით არ წავიდეს.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შესაძლო შეუთანხმებლობის გამო პოლიტიკური კრიზისის შექმნის ალბათობას, ჩიხრაძე აცხადებს, რომ „ეს არის ქარიშხალი ჭიქაში“.

„ყველა ის მოსაზრება, რომელსაც ვისმენდით, არის ალბათობის ნიშნით აღბეჭდილი და ხშირ შემთხვევაში, მწყობრი ლოგიკა არ არის. ჩვენ შეგვიძლია უამრავი რამ ვივარაუდოთ, მაგრამ კონსტიტუცია რასაც განსაზღვრავს, პრეზიდენტი იმ ნაბიჯების გადადგმას აპირებს. თითონ პოლიტიკურ ჯგუფებს რა დამოკიდებულებები ექნებათ ერთმანეთთან, მმართველ ძალასთან თუ ოპოზიციურ ძალებს შიგნით, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამ საქმეში არც ვერეოდით და არც კონსტიტუცია გვავალდებულებს ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას. ამიტომ ყველაფერი წავა ისე, როგორც არის საჭირო, როგორც ხდება სხვა შემთხვევაშიც, იგივე პრემიერ-მინისტრის წარდგენის შემთხვევაში. თუ კანდიდატურები შიგნით პოლიტიკური ჯგუფებისთვის არ იქნება მისაღები და ამაზე იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ეს გამოჩნდება კონსულტაციების დროს და სწორედ იმისთვის არსებობს ეს კონსულტაცია, რომ პრეზიდენტმა ამ კონსულტაციებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო