ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირება მსოფლიოში წამყვანი ბრენდის მიერ განხორციელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების წინადადებათა წარმოდგენს თაობაზე მოწვევაში შპს „პრემიუმ რეზიდენსმა“ გაიმარჯვა. „პრემიუმ რეზიდენსი“ პროექტს საერთაშორისო პარტნიორ კომპანია “Applus Iteuve Technology, S.L.U.” -თან ერთად განახორციელებს, რაც ამ სფეროში თანამედროვე სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების დანერგვას გულისხმობს. „პრემიუმ რეზიდენსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკური პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

Applus ჯგუფი მსოფლიო ლიდერია ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაში, კომპანიის გლობალური გუნდი შედგება მაღალი დონის პროფესიონალებისგან, რომლებიც თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს. Applus ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დამოუკიდებელ შეფასებას და მომხმარებელთა კმაყოფილებას. კომპანია “Applus Iteuve Technology, S.L.U.” 1996 წლიდან არის ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების ბიზნესში და უკვე 60-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.

ავტოტრანსპორტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. აღნიშნული პროექტი საავტომობილო გზებზე უსართხოების გაუჯობესებას, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო ტექინსპექტირება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და ის რამდენიმე საფეხურს მოიცავს. პროექტის პირველ ეტაპზე სახელმწიფომ სატვირთო ავტომობილების ტექნიკური შემოწმება დაიწყო. 2018 წლის ივლისიდან ტექინსპექტირებას სახელმწიფო და იურიდიულ პირთა კუთვნილი ავტომანქანები გაივლიან. 2018 წლის ოქტომბერში აღნიშნულ ნუსხას 3000 კუბური სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები დაემატება, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში დარეგისტრირებულ ყველა მსუბუქ ავტომობილს მოიცავს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს