მინდია გურჩიანი - მდინარის კალაპოტი ყოველწუთიერად იზრდება და ირგვლივ არსებულ სახლებს საფრთხე ემუქრება

სვანეთში, მდინარე ნენსკრას ადიდების გამო გარესამყაროს მოწყვეტილი ერთ-ერთი სოფლის, სგურიშის მცხოვრები მინდია გურჩიანი აცხადებს, რომ მდინარის კალაპოტი ყოველწუთიერად იზრდება და მდინარის ირგვლივ არსებულ სახლებს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა, მინდია გურჩიანმა განუცხადა.

“წყლის ნაკადი ისევ იგივე მდგომარეობაშია, იმატებს ყოველ წუთს. კალაპოტი ფართოვდება, მდინარეს ფერდობიდან ჩამოაქვს ნაშალი მასალა, მოაქვს დიდი ქვები, წაიღო გზები და ხიდები. ეზოები დაეტბორა მოსახლეობას. ჩვენს სოფელში მაშველები არ მოსულან და ვერც მოვლენ ალბათ, რადგან აქამდე მოსასვლელი გზა განადგურებულია. ელექტროენერგია არ მოგვეწოდება, არც არავინ შეგვხმიანებია. გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი. სახლები, რომლებიც მდინარის პირას არის, საფრთხის ქვეშაა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა მინდია გურჩიანმა.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში, მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო