ჭუბერის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია უახლოეს მომავალში მიეწოდება

სვანეთში, სტიქიის გამო ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ დააზიანა მაღალი ძაბვის 10 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც ელექტროენერგია მხოლოდ ჭუბერის თემს არ მიეწოდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა, დაზიანების ნაწილის იდენტიფიცირება უკვე მოახერხა და აბონენტების დიდი ნაწილისთვის უახლოეს მომავალში მოხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. აღდგენით სამუშაოებში დამატებით უკვე ჩერთო კომპანიის მესტიის მომსახურების ცენტრის ტექნიკური ბრიგადა. სამუშაოები მიმდინარეობს და გაგრძელდება იქამდე, სანამ სრულად არ იქნება აღმოფხვრილი დაზიანება“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.