გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობა მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ შემდგომი რეაგირებისთვის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც ღვარცოფული პროცესების განვითარება გამოიწვია.

სააგენტოს ინფორმაციით, 5 - 8 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება; დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება მოხდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს