ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბახტაძის სტრუქტურული რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორი წარუმატებელიც იყო კვირიკაშვილის სტრუქტურული რეორგანიზაცია

ბახტაძის სტრუქტურული რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორი წარუმატებელიც იყო კვირიკაშვილის სტრუქტურული რეორგანიზაცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს, როგორ ამცირებს ხარჯებს ბიუჯეტში.

„ბახტაძის სტრუქტურული რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორი წარუმატებელიც იყო კვირიკაშვილის სტრუქტურული რეორგანიზაცია და ამით არაფერი დაიზოგება, თუ მთავრობა არ წარმოადგენს ძალიან კონკრეტულ გეგმას, როგორ ამცირებს ხარჯებს ბიუჯეტში, რომელიც ხმარდება “ქართული ოცნების“ ბიუროკრატიას და უყაირათო პროგრამებს. „ევროპული საქართველოში“ ვთვლით, რომ ბიუჯეტში არის რეზერვი საიმისოდ, რომ მთავრობამ მოიკლოს ხარჯები, რომელსაც თავად განკარგავს და ეს ეყოფა პენსიაზეც და გადასახადების დაწევაზეც“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა