ნინო ბურჯანაძე - იმედია, პრეზიდენტი მარგველაშვილი არ შეშინდება

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის თავზეც ისეთი შეშინებულია, რომ ყველანაირად ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გათელოს“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ხელისუფლება მხოლოდ იმისთვის ართმევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არ დაუბრუნოს.

ნინო ბურჯანაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილს უფლება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და პრემიერთან შეთანხმების გარეშე წარადგინოს თავისი კანდიდატურა.

„ეს რა ტენდენციაა, როდესაც ხელისუფლებას რაღაცის ეშინია და ამის გამო პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ართმევს. როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაგირება, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება პრეზიდენტის ინსიტუტს ფეხქვეშ თელავს და ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე მმართველ გუნდს შეახსენებს, რომ კონსტიტუციაში და კანონში არ არის პრეზიდენტის ვალდებულება ნათლად გაწერილი, რომელიც მას ავალდებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა შეათანხმოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და პრემიერ მინისტრთან.

„იმედია, პრეზიდენტი მარგველაშვილი არ შეშინდება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე თავის კანდიდატურას წარადგენს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს