ანონსი 6 ივლისი

6 ივლისს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თამარ დოჭვირის ნამუშევრების გამოფენა.

6 ივლისს, 18:00 საათზე, მზიურში, “ევერესტის“ და თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის დახურვა გაიმართება. მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

6 ივლისს, 19:30 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: აბდუშელიშვილის ქ. #1

6 ივლისს, 20:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

მის.: ფანასკერტელის ქ. #14ა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს