რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო

საქართველოს რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას და მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

გარდა ამისა, სტიქიის ზონისკენ უკვე მიემართება სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი მძიმე ტექნიკა, რომელიც ზემო სვანეთში აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. ადგილზე გასულია, ასევე კომპანიის საინჟინრო ჯგუფი, გამოცდილი სპეციალისტებით.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო, ასევე საგზაო დეპარტამენტის სტიქიის ნაპირდაცვისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების ჯგუფი, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო