კეი ბეილი ჰათჩისონი - ნატო-ს სამიტზე ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებს

ნატო-ს სამიტზე ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ს ელჩმა კეი ბეილი ჰათჩისონმა განაცხადა.

“სამიტის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ნატო-ს ჰქონდა ახალ წევრებთან და წამოვიწყებთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მაკედონიასთან. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში წევრობის მისწრაფებებს და სუვერენიტეტს”, - განაცხადა ნატო-ში აშშ-ს ელჩმა.

მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება, ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო