გეოლოგი ავთანდილ ოქროსცვარიძე - ჭუბერის თავზე კაშხალი რომ ყოფილიყო, ეს მოვარდნა არ იქნებოდა

გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ოქროსცვარიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომხდარ სტიქიასთან “ნენსკრაჰესის“ კავშირს გამორიცხავს.

როგორც მან “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არ შეიძლება კაშხლის მშენებლობამ გამოიწვიოს მდინარის ადიდება, პირიქით, ასეთი კაშხლები არეგულირებს მდინარეების მოვარდნას და შესაბამისად, ჭუბერის თავზე კაშხალი რომ ყოფილიყო, ეს მოვარდნა არ იქნებოდა.

მისივე თქმით, ანალოგიური შემთხვევა 1991-1992 წლებშიც მოხდა. “არასერიოზულია იმაზე საუბარი, თითქოს ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქია “ნენსკრაჰესის“ მშენებლობით არის გამოწვეული. მომხდარს “ნენსკრაჰესთან“ კავშირი არ აქვს. არის ჩაკეტილი ხეობა, არის ტექტონიკური რღვევის ზონა, არის ორი დიდი მყინვარი. იყო სიცხეები, რამაც თოვლი და მყინვარები დაადნო, ამის მერე მოვიდა წვიმა და როგორც ჩანს, ხეობა ჩაკეტა. იმის გამო, რომ იყო სიცხე, მყინვარი და თოვლი მოწყდა. როგორც ჩანს, ჰოკრილამ ეს წყალი ცოტა გააჩერა და შემდეგ მდინარე ადიდდა“, - განაცხადა ავთანდილ ოქროსცვარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს