რუსთავში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, გურამიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის პირველი მოადგილე დავით კეკელიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კვარაცხელია გაეცნენ.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, გურამიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუნებრივი რეკრიაციული ზონაა, რომელიც დასასვენებელი სივრცისა და სკვერის მოწყობის საშუალებას იძლევა. ,,პროექტი ორეტაპიანი იქნება, ჩვენ მოვაწყობთ სკვერს, თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და შემდგომ, უკვე მის გალამაზებაში მონაწილეობა თავად მოსახლეობამაც უნდა მიიღოს, რაღა თქმა უნდა მათ ამაში ჩვენი გამწვანების სამსახური დაეხმარება. სკვერი იაკობ გოგებაშვილის სახელობის იქნება და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა, რომლის თხოვნის საფუძველზეც ხდება ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა, აქტიურად ჩაერთვება მის გალამაზებასა და მოვლაში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ირაკლი ტაბაღუა დღესვე ჟიული შარტავს ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს საკრებულოს დეპუტატ ამირან ჯანჯღავასთან ერთად გაეცნო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა