ზვიად ქორიძე - ვინც არ უნდა დაინიშნოს მთავარ პროკურორად, არსებული სისტემით დანიშნულ მთავარ პროკურორს ნდობა არ ექნება

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, დღეს ვინც არ უნდა დაინიშნოს მთავარ პროკურორად, არსებული სისტემით დანიშნულ მთავარ პროკურორს ნდობა არ ექნება, - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

ქორიძის შეფასებით, საჭიროა შეიქმნას მთავარი პროკურორის არჩევის დეპოლიტიზებული, არაერთპარტიული და გამჭვირვალე სისტემა, რაც თავის მხრივ, ნდობის მაღალ ხარისხს შექმნის. ქორიძის თქმით, საპროკურორო საბჭო დღეს პოლიტიკურად დამუხტული ორგანოა.

“ირაკლი შოთაძე აქამდე სწორედ ამ სისტემამ მიიყვანა. ეს გარდაუვალი კრიზისია, რადგან პროკურატურა, რომელიც არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ, სხვას ვერ გააკეთებს - იქ აუცილებლად მოხდება აფეთქება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა