სასაზღვრო პოლიციის რადიოოპერატორის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრა ისევ ადიდებულია და არის საშიშროება, რომ მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიტბოროს

სოფელ ჭუბერში რამდენიმე წუთის წინ წვიმა წამოვიდა. სასაზღვრო პოლიციის რადიოოპერატორის ინეზა ჩხეტიანის ინფორმაციით, მდინარე კვლავ ადიდებულია.

"დაახლოებით 30 წუთის წინ, იმ ადგილას, საიდანაც ადიდებული მდინარე წამოვიდა, ხმაური იყო. როცა გავედით კონტროლზე, მიმდებარე ტერიტორიაზე შევნიშნეთ, რომ მდინარე შედარებით ადიდებულია. რა თქმა უნდა საშიშროება არის იმის, რომ მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიტბოროს და არც ისაა გამორიცხული, მიმართულება შეიცვალოს. მოსახლეობაც მაქსიმალურად გავაფრთხილეთ. მდინარის მეორე მხარეს ჩვენი თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებმაც გადმოსვლა ვერ მოახერხეს. კომუნიკაცია გვქონდა, უსაფრთხოდ არიან", - აღნიშნა ჩხეტიანმა.

ადგილზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ათობით მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა მდინარე ნენსკრა ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს