ჭუბერში თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა

სოფელ ჭუბერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„შექმნილ სიტუაციას სრულად აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა.

სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა - თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან

სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება. ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი“, - აცხადებენ უწყებაში.

როგორც ცნობილია, ჭუბერში გუშინ მთის მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარე „ნენსკრას“ ადიდება გამოიწვია. წაღებულია თითქმის ყველა ხიდი, დაბა ჭუბერი კი გარემოსამყაროს ფაქტობრივად მოწყვეტილია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა