საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ადიდებული მდინარის კალაპოტის არც ერთ მონაკვეთზე არ შეინიშნება დაგუბებული წყლის მასა, რამაც სტიქიის განმეორების რისკი შეიძლება შექმნას

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა მდ. ნენსკრას ხეობა პირადად დაათვალიერა. მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ადიდებული მდინარის კალაპოტის არც ერთ მონაკვეთზე არ შეინიშნება დაგუბებული წყლის მასა, რამაც სტიქიის განმეორების რისკი შეიძლება შექმნას.

“სტიქიის ეპიცენტრში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი. ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები. სოფელ ჭუბერში იმყოფება 150-მდე მაშველი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა