მესტიის საკრებულოს წევრი - სოფელ ჭუბერში სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, შედარებით დაიკლო წყლის დონემ, თუმცა დინება მაინც ძლიერია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ათეულობით ოჯახი, რომელიც მდინარის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობს, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიის საკრებულოს წევრმა ზაზა ვიბლიანმა განუცხადა.

„ჯერჯერობით, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი, თუმცა სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. შედარებით დაიკლო წყლის დონემ, თუმცა დინება მაინც ძლიერია“, - აღნიშნა ვიბლიანმა. მისი თქმით, ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

სვანეთში, მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა