გია ვოლსკი - მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა ძალიან სერიოზულად უნდა გადახედონ თავიანთ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას და აქედან შეაფასონ, რამდენად ეფექტურები იქნებიან

ვინც საინტერესო წინადადებას წარმოადგენს და საზოგადოება ამ ადამიანებში იმის ინტელექტუალურ რესურსს დაინახავს, რომ დაყენებული წინადადებების შესრულების თავი გააჩნიათ და პოპულარობაც საკმარისი აქვს, ეს მხოლოდ მისასალმებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ საარჩევნოდ დავით უსუფაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანების საკითხის კომენტირებისას.

როგორ მან აღნიშნა, უსუფაშვილმა და მარგველაშვილმა თავიანთ განვლილ პოლიტიკურ გზას უნდა გადახედონ. „მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა ძალიან სერიოზულად უნდა გადახედონ თავიანთ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას და აქედან შეაფასონ, რამდენად ეფექტურები იქნებიან. ვფიქრობ, ამ მხრივ სერიოზულად მოიკოჭლებენ, მაგრამ მათი ნებაა, მომავალს როგორ უყურებენ. უსუფაშვილთან ურთიერთობა ყოველთვის მშვენიერი მქონდა.

დავით უსუფაშვილი პარლამენტის მშვენიერი თავმჯდომარე იყო, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური პარტიის სივრცეში გადაინაცვლა, მაშინვე ის ხიბლი დაკარგა, რაც მას "ქართული ოცნების" მძლავრი მხარდაჭერის პირობებში ჰქონდა. როცა ვამბობ, მოიკოჭლებენ, ვგულისხმობ იმას, საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება როგორია და არა იმას, როგორია ჩემი პირადი დამოკიდებულება. დავით უსუფაშვილის მიმართ დამოკიდებულება მეგობრული და ნორმალურია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ყველას წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, გაერთიანდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი უსუფაშვილ–მარგველაშვილის გუნდში, პასუხობს: „ სწორი არ არის მკითხაობა, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ კვირიკაშვილის შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით განსხვავდება მარგველაშვილისგან. რას აპირებენ, არ ვიცით, მათ ვკითხოთ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო