რომან გოცირიძე - სამინისტროების გაერთიანების ერთადერთი მიზანი იუსტიციის მინისტრის გაშვება იყო, თუმცა გაუგებარია, იყო თუ არა ამისთვის საჭირო ამდენი წვალება

სამინისტროების გაერთიანების ერთადერთი მიზანი იუსტიციის მინისტრის გაშვება იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა. მისი თქმით, ჯერ უცნობია, მიაღწია, თუ არა მთავრობამ ამ მიზანს, თუმცა „გაუგებარია, იყო თუ არა ამისთვის საჭირო ამდენი წვალება“.

„დიდი ტანჯვა–წამების შემდეგ დაამტკიცა პარლამენტმა სტრუქტურული ცვლილებები, რომლის შედეგ აღმოჩნდა, რომ არაფერი იზოგება ბიუჯეტიდან, არც ერთი თეთრი. არ მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები და პროგრამები. ვამბობდი, რომ ამის შერწყმით, შედეგი არ იქნებოდა. ეს დაამტკიცა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამ, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს შეერთებით ხარჯები არა თუ შემცირდა, არამედ მცირედით გაიზარდა. ვერავინ ამოხსნა ეს რებუსი, რატომ მოხდა ამდენი დავიდარაბა ამ შერწყმების სანაცვლოდ. ზედაპირულად, 14–ს ჯობია 11, მაგრამ თუ სიღრმეში ჩავიხედავთ, მივიღებთ იგივეს. როგორც ჩანს, ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამას, ამ გაერთიანების შედეგად, როგორმე გაეშვათ წულუკიანი. ვნახავთ, მიაღწიეს თუ არა ამ მიზანს და ვნახავთ, საჭირო იყო თუ არა ამდენი წვალება ამისთვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა