პრეზიდენტის სიძეს ქვემო კიდურის მიდამოებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მინდია გოგოჭურს გვიან ღამით ოპერაცია გაუკეთდა.

"ქვემო კიდურის მიდამოებში აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს", - აცხადებენ კლინიკაში.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმი განცხადებას ერთ საათში გააკეთებს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ მეგობრებმა მიიყვანეს.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა