თამარ ჩუგოშვილი - მცირე მთავრობის კონცეფციამ უნდა უზრუნველყოს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა უფრო მეტად, ვიდრე ეს აქამდე იყო

მცირე მთავრობის კონცეფციამ უნდა უზრუნველყოს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა უფრო მეტად, ვიდრე ეს აქამდე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

„მივიღეთ შემცირებული მინისტრთა კაბინეტი, რომელშიც განსხვავებულად არის გადანაწილებული ფუნქციები და შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის ამ ფორმით შემცირებამ, რომელსაც ბუნებრივია, ქვედა რანგში ცვლილებები მოჰყვება, უნდა უზრუნველყოს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა უფრო მეტად, ვიდრე ეს აქამდე იყო. მიზანი ცვლილების ეს არის. მცირე მთავრობის კონცეფცია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის არის სწორი. პარლამენტმა დაუჭირა მხარი, დანარჩენი გამოჩნდება სამუშაო პროცესში“, -აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო