თბილისს დღეს ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი ეწვევა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ორმხრივ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამართავს.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და ბოლო პერიოდში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე. ასევე საუბარი შეეხება საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრის დასრულებისას გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში, დიდიე რეინდერსი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან. იგი ასევე ესტუმრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა