მაია მწარიაშვილი - იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამოაცხადა და თავად ოფიციალურ შვებულებაშია, საინტერესოა, ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი ფიქციაა - იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამოაცხადა და თავად ოფიციალურ შვებულებაშია, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

მწარიაშვილის ამბობს, რომ პროცესის შეჩერების მოთხოვნა ლოგიკურია. “მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი ფიქციაა. იუსტიციის მინისტრმა გამოაცხადა კონსულტაციები, რისთვისაც კანონით დადგენილია ერთთვიანი ვადა და მინისტრი ოფიციალურად შვებულებაშია - გამოაცხადა კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატების შესარჩევად და შვებულებშია. საინტერესოა, ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები ან რა კონსულტაციები მიმდინარეობს?!“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა