რა ხდება ჭუბერში ამ დროისთვის - ვიდეო და ფოტომასალა სტიქიის ზონიდან

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. მთის მასის ჩამოშლის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები სვანეთში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიგზავნა დამატებითი სამაშველო ჯგუფები.

მდინარე ნენსკრა ამ დრომდე ადიდებულია და მისი კალაპოტში დაბრუნებისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსახლეობის ნაწილმა, რომელთა სახლები გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა, ღამე ნათესავების სახლში გაათენა.

„ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში მუშაობს. გთავაზობთ ვიდეო და ფოტომასალას, რომელიც ჭუბერში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ასახავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო