„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჭუბერის მოსახლეობის დიდ ნაწილს ამჟამად ელექტროენერგია მიეწოდება

ჭუბერის მოსახლეობის დიდ ნაწილს ამჟამად ელექტროენერგია მიეწოდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება წუხელვე აღუდგა.

„ამჟამად ჭუბერის მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება. დაზიანებულია ნაწილობრივ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. აღნიშნული ხაზი სტიქიამ და მოვარდნილმა წყალმა დააზიანა. ელექტროენერგია მოსახლეობის დიდ ნაწილს წუხელ გვიან ღამითვე მიეწოდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები ოპერატიულად ჩაერთვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში. დამატებით მესტიიდან წამოვიდა ერთი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დახმარებას უწევდა ადგილობრივ ჯგუფებს.

წუხელ, დაახლოებით 23:30 საათზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია უკვე მიეწოდებოდა. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, იმ ადგილზე, სადაც დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი, ჯერჯერობით მისვლა გართულებულია,

როგორც კი კომპანიის თანამშრომლებს შეეძლებათ ადგილზე მისვლა და სამუშაოების ჩატარება, დარჩენილ აბონენტებსაც მიეწოდება ელექტროენერგია“, -აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა