დონალდ ტრამპი - კრეტინებივით ყველაფერს ჩვენ ვიხდით, აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანია გააკრიტიკა, რომელსაც „რუსეთისგან დაცვა სურს და ამავდროულად, რუსეთს მილიარდებს უხდის ნავთობსა და გაზზე“.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მონტანას შტატში თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„გერმანიამ რუსეთთან ნავთობზე და გაზზე გარიგება დადო, რომლის ფარგლებშიც რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდიან ანუ, მათ სურთ, რომ რუსეთისგან დავიცვათ, მაგრამ ამავდროულად, რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდიან. ჩვენ კი, როგორც კრეტინები ყველაფრისთვის ვიხდით“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, მათ შორის გერმანია დაბალი თავდაცვითი ხარჯებისთვის.

„გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის, უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს. ჩვენ დაახლოებით 70-90% ვიხდით, რათა ევროპა დავიცვათ და ეს ნორმალურია“, - დასძინა მან.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა