პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი პირველ კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იგი ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ტრავმატოლოგმა ვაჟა კახნიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

„ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნება დიდი წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება“, – განაცხადა ექიმმა ტრავმატოლოგმა.

ვაჟა კახნიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა