სოზარ სუბარი - სოფელ ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უფრო და უფრო იზრდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უფრო და უფრო იზრდება. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, მდინარე ადიდებულია, ასევე მთელი ღამის განმავლობაში წვიმა არ შეწყვეტილა.

„ზარალი უფრო და უფრო იზრდება. დაახლოებით ერთი საათის წინ მდინარემ ერთი საცხოვრებელი სახლი წაიღო. მთელი ღამის განმავლობაში და დილითაც, ვაკვირდებოდით ერთ პროცესს, რომ სადაც გავივლიდით, ერთი საათის შემდეგ იქ გავლა შეუძლებელი ხდებოდა, რადგან გზის მონაკვეთები მდინარეს მიაქვს. ტექნიკა შემოსულია სოფელში, თუმცა გზების არქონა ტექნიკის მუშაობას ხელს უშლის. ტექნიკა მუშაობს ალტერნატიული გზების გაკეთებაზე. ასევე იმაზე, რომ მდინარე სადაც იცვლის კალაპოტს, დავაბრუნოთ კალაპოტში, რათა სხვა სავარგულებს და საცხოვრებელ სახლებს არ შეუქმნას საფრთხე. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩავშალოთ მდინარის მიერ წამოღებული ჩახერგილი ხე-ტყე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის ცვლილებას“, - განაცხადა სუბარმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს