ჭუბერში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საჭირო პროდუქტებით მომარაგებას ითხოვს

ჭუბერში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საჭირო პროდუქტებით მომარაგებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა ნაზია გოშუანმა განუცხადა, გზის საავტომობილო მონაკვეთის ჩახერგვის გამო, ისინი პროდუქტის შეძენას ვერ ახერხებენ, რის გამოც ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

ნაზია გოშუანის განცხადებითვე, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშობდა მძიმე ტექნიკა და მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამისი სამსახურები.

„მთელი ღამის განმავლობაში გვეშინოდა, იყო საშინელი ხმები, მდინარეს ჩამოჰქონდა ხეები, ქვა-ღორღი და ჩვენც იძულებულები ვიყავით, ღამე გაგვეთია, ვინაიდან ძალიან გვეშინოდა. ყურადღება ნამდვილად არ მოუკლია არავის, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, არის გარკვეული პროდუქტები, მათ შორის პურის ფქვილი, ვინაიდან ჩვენ ვერ ვახერხებთ მის შეძენას და ვთხოვთ ადგილობრივ ხელისუფლებასა და შესაბამის სამსახურებს, რომ მოგვაწოდონ ფქვილი“, - განაცხადა ნაზია გოშუანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს