ელენე ხოშტარია - გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არასრულწლოვნების დაკითხვა მოხდეს ფსიქოლოგებთან ერთად, რომ ბავშვებმა მინიმალური სტრესი მიიღონ

ყველამ ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაკითხვის პროცესი მოხდეს ფსიქოლოგებთან ერთად, რომ ბავშვებმა მიიღონ მინიმალური სტრესი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხის შესახებ განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, სამი არასრულწლოვანი საგამოძიებო კომისიის მცირე ჯგუფების მეშვეობით იკითხება.

„არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, ეს არის დახურული დაკითხვები. ყველამ ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი მოხდეს ფსიქოლოგებთან ერთად, რომ ბავშვებმა მიიღონ მინიმალური სტრესი. იკითხებიან ისეთი მეთოდით, რომ ერთი მხრივ, მიიღონ მინიმალური სტრესი და მეორე მხრივ, ინფორმაცია იყოს სანდო,’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო